MUSIKA

მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფიათეატრალური ხელოვნებაკინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონიაპოლიფონიაჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

ფაილი:Claves.png
musikis janrebi
ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგი —რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი -ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი







No comments:

Post a Comment