LISTI

9 წლისამ უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1825 წელს პარიზში დადგა პირველი ოპერა „დონ სანჩო“. 1830 წლის ივლისში, დაწერა „რევოლუციური სიმფონია“. 1838—47ევროპულ ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარებული იქნა გენიალურ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში. 1848 წლიდან ცხოვრობდა ვაიმარში. 11 წლის განმავლობაში დადგა 43 ოპერა (მათ შორის მოცარტისბეთჰოვენისვაგნერის ოპერები). ვაიმარში შექმნა მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ფაუსტ სიმფონია“ (1857), „ღვთაებრივი კომედია“ (1856), „რა ისმის მთაზე“ (1857), „ტასო“ (1856), „ორფევსი“ (1854), „პრომეთე“ (1855) და მრავალი სხვა. ლისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის უნგრეთის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების დაარსებასა და განვითარებაში.

No comments:

Post a Comment